ყოველი წლის 31 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს - დღეს მსოფლიო თამბაქოს გარეშე, როდესაც კეთდება აქცენტები თამბაქოს მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რისკებზე, ასევე პროპაგანდა ეწევა იმ პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გატარდეს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ.
ცნობილია, რომ მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი არტერიული ჰიპერტენზიის შემდეგ თამბაქოს წევაა. ამდენად თამბაქო მთელს მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. ყოველწ,იურად მსოფლიოში 5 მილიონი თამბაქოს მწეველი კვდება. განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ასეთ ქვეყნებში ამჟამინდელი მდგომარეობით საერთო სიკვდილიანობის ნახევარს თამბაქო იწვევს. ასეთი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, განვითარებად ქვეყნებში, 2030 წლისათვის სიკვდილიანობის ყოველი 10 შემთხვევიდან 8 თამბაქოსთან იქნება დაკავშირებული.
2009 წლის 16 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2010 წლის "დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე" თემად აირჩია "გენდერული პრობლემები და ქალებზე ორიენტირებული თამბაქოს გასაღების პრობლემა." ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თამბაქოს მოხმარებას ქალებსა და ბავშვებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 1987 წელს დაარსა დღე მსოფლიო თამბაქოს გარეშე, რათა მსოფლიოს ყურადღება მიექცია თამბაქოს ეპიდემიისა და მისგან გამოწვეულ უმძიმეს შედეგებისადმი. ეს დღე საშუალებას იძლევა პროპაგანდა გაეწიოს კონკრეტულ ღონისძიებებს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში და დაცული იქნეს თამბაქოს ჩარჩო კონვენცით თამბაქოს წინააღმდეგ აღებული ვალდებულებები.
31 მაისს მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე საქართველოშიც აღინიშნება.
No comments:
Post a Comment